Pages

Pages

Pages

Sunday, May 7, 2017

პროექტის შეჯამება

დავამთავრეთ ინტელის პროექტით სწავლება. რომელიც ძალიან შრომატევადი იყო, თუმცა ძალიან საინტერესო.
მომეწონა ძალიან , ვისწავლე ბევრი პროექტების დაგეგმის შესახებ.
შევიძინე ცოდნა 21 საუკუნის უნარჩვევების , ფაილების გაგზავნა შენახვის, პორტფოლიოს შექმნის, ბუკლეტების შექმნის შესახებ .
დიდ მადლობას უხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს და ამ პროექტის დამფუძნებელს.

Saturday, May 6, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე შევიტანეთ ცვლილებები. გავაზიარეთ პორტფოლიო ბლოგზე. დავათვალიერეთ კოლეგების ნამუშევრები და დავუწერეთ კომენტარები.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე გუგლი დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო და მოსწავლის პრეზენტაცია  ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ ტრენერის ბლოგზე.

მოსწავლის ნამუშევარი


Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის გეგმა, შევქმენით დოკუმენტები მენეჯმენტისთვის. მოვახდინეთ საპრეზენტაციო გეგმის შეფასება და განახლება. ტრენინგი საინტერესო იყო მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მაკას.

Sunday, April 23, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს დავასრულეთ შეფასების კრიტერიუმები და გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაცია.
დღე იყო მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი.

პროექტის პრეზენტაცია


Sunday, April 9, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე, ვიმსჯელეთ  მის საფეხურებზე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ესგ- სტანდარტს,პროექტის მიზნებს და შედეგებს შევუსაბამებთ საშინაო დავალებაში..ასევე  ვიმუშავებთ ბროშურაზე.

Saturday, April 8, 2017

მეორე დღის რეფლექსია


ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელებისათვის. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. მოვამზადეთ ბუკლეტი ჩვენ მიერ არჩეულ საპროექტო თემაზე და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.

ამ მოდულის დახმარებით გავაანალიზე სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები, განახლებული ბლუმის ტაქსონომის სიტყვები.
დავწერეთ მეორე სამუშაო დღის რეფლექსია და გამოვაქვეყნეთ

Sunday, April 2, 2017

პირველი დღის რეფლექსია

დღეს ინტელის ტრენინგზე გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, მიზანს როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა შესაფასებლად. დავათვალიერეთ ვიუვერი, განვიხილეთ პირველის აქტივობები. შევქმენით პორტფოლიო და ბლოგი.